სანქცირებული ქორწილი | საქართველოს გარუსების დასაწყისი და "ოცნების" საგარეო პოლიტიკური კურსის დეკლარირებული ცვლილება

გამოქვეყნდა:

ეს მხოლოდ დასაწყისია - ქვეყნის გარუსების არც ისე გრძელი გზის დასაწყისი, რომელსაც დღეს საქართველოს მოქმედი ხელისუფლება დაადგა. ეს ნამდვილად რუსული ოცნებაა, რომლის ასრულებას ივანიშვილის პარტია, რაც არ უნდა ირონიულად ჟღერდეს, "ქართული ოცნების" დასახელებით იწყებს. 

ოკუპანტი ლავროვის სანქცირებული ქალიშვილის საქორწინო მოგზაურობა საქართველოში მხოლოდ ერთი პატარა წვერია იმ რუსულ აისბერგისა, რომელიც ასე დაუფარავად შემოგვაპარეს ქვეყანაში და უსამართლობის, ცინიზმისა და დამცირების მონუმენტად დაგვიდგეს.

ეფესებეს კულუარებში უკვე დიდი ხანია მუშაობენ გეგმაზე, რომელიც აფხაზეთის გავლით ირანის მიმართულებით რუსეთს სარკინიგზო დერეფანს გაუხსნის. 2 დღის წინ პუტინმა და ირანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა უკვე გამოაცხადეს ამ დერეფნის ირანული მონაკვეთის მშენებლობა. ცხადია, ლოგიკას მოკლებულია ფულის ხარჯვა მაშინ, თუკი კრემლმა საქართველოდან არ მიიღო მყარი გარანტია, რომ მის ხუშტურებს და საოკუპაციო ზრახვებს აქ ხელს არავინ შეუშლის, რომ არავინ დაბლოკავს გზას, რომლის გამოყენებას კრემლი ისევ უკრაინის დაბომბვისა და საკუთარი სანქცირებული ტვირთების გასატარებლად გამოიყენებს. 

თემა, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, სცდება პუტინის გარემოცვის რამდენიმე წევრის მოლხენასა და ჩვენი ქვეყნის 3000-წლოვანი კულტურის, ისტორიისა და ღირსების მხოლოდ ხინკალსა და ხაჭაპურზე დაყვანას. 

ხელისუფლებამ უკვე გაცხადებულად დაიწყო საგარეო პოლიტიკური კრუსის ცვლილება. კრემლთან დაახლოებული ქართველი რუსეთუმეები და პუტინის ანალიტიკოსები პირდაპირ აანონსებენ, რომ საქართველო 3+3 ფორმატშიც შევა და ჩვენი სამშობლოს ბელარუსიზაციაზე მიანიშნებენ.  

აფხაზურ მედიაშიც და რუსული პორტალებზე ბოლო დღეებია ინტენსიურად წერენ, რომ "ქართული ოცნება" პირდაპირი ფრენების შემდეგ უკვე აპირებს, დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს კრემლთან, რომელიც დღემდე აგრძელებს ჩვენი მოქალაქეების გატაცებასა და წამებას.

რეალურად საკუთარ ზრახვებს ეს ადამიანები აღარც მალავენ. მაგალითად, პრემიერი აფხაზეთს მონაკოს კონტექსტში ახსენებს, რაც ირიბად აფხაზი სეპარატისტების ოცნებაა და რეგიონის სუვერენიტეტის აღიარებას ნიშნავს. ქვეყნის სამართალდამცავი სისტემა კი დღეს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთოხების ნაცვლად ოკუპანტების კომფორტს იცავს. 

სრულად კაპიტულანტურია "ქართული ოცნების" ახალი მესიჯბოქსიც, რომ ისინი არ შეუერთდებიან პერსონალურ სანქციებს და ვერც იმ ლავროვის ქალიშვილის შემოშვებაში ხედავენ პრობლემას, ვისმა მამამაც აფხაზეთი და სამაჩაბლო ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა.

ლავროვის სანქცირებული ქალიშვილის და მისი ელიტისიტური ანტურაჟის საქართველოში მოგზაურობა და ღრეობა, ჩვენ ღირსებასთან ერთად ჩვენს უსაფრთხოებასაც დასცინის. ამ რანგის პეორსონები. როგორც წესი არ მოგზაურობენ შესაბამისი ოპერატიული დაცვის გარეშე. ანუ ეფესბემ აიღო ეს თავის თავზე, ან სუს-მა, ძნელი სათქმელია, რომელი უფრო დიდი სირცხვილია. 

86 წლის წინ საქართველოში მაშინდელმა იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა იმოგზაურა. ახლადაპყორბილი დაპყრობილი ქვეყნის მედროვე ელიტამ ხელწიფეს საწოლში ქართველი ლამაზმანი, მაიკო ორბელიანი ჩაუწვინა... რითიც დასრულდა კიდევ ფიზიკურად ოკუპრიებული ქვეყნის სულიერი გაუპატიურება. სამწუხაროა, მაგრამ ტრაგიკულ სიმბოლიზმი 21 საუკუნეშიც გრძელდება, ჩვენი წარსულის, მომავლის და ღირსების ფეხქვეშგათელვით.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი