15 თვეა, უკრაინა რუსეთის სისხლიან არმიას იგერიებს და უდიდესი ძალისხმევის ფასად იცავს თავისი შვილების მომავალს. ბევრ ანალიტიკურ დოკუმენტში, რომელიც ამ თვეების განმავლობაში მომზადდა, უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, გაგიკვირდებათ და კორუფციაა დასახელებული. საქმე იმაშია, რომ არც რუსულ ტანკებს, არც რუსულ რაკეტებს, და არც რუსულ სტრატეგიულ ბობმდამშენებს არ შეუძლიათ რუსეთისთვის იმხელა უპირატესობის მიცემა უკრაინაზე, რამდენი ბზარიც შეუძლია კორუფციას, გააჩინოს ნებისმიერი სახელმწიფოს საძირკველში.
ზოგადად, კორუფცია დიდი ხანია რუსული ნეოიმპერიალისტური პოლიტიკის ნაწილადაა ქცეული. ქვეყნის შინგით ეს ხალხის ძარცვისა და ძალაუფლების შენარჩუნების წყაროა, საგარეო პოლიტიკისთვის კი მეზობლების დაკნინებისა და მმართველი ელიტის გასვრის პოლიტიკა. ახლა, სანქციების ხანაში კორუფციის რუსული ექსპორტი ჩვენსკენაც აქტიურად გადმოედინება.
თუმცა გეოპოლიტიკურ რისკებს რომ თავი დავანებოთ, წლებია, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ისე გვძარცვავენ ჩვენივე დაქირავებული ჩინოვნიკები, რომ მათ ნომინალური პასუხისმგებლობისაც კი აღარ ეშინიათ. მეტიც, "ქართული ოცნების" მმართველობის 11 წლის განმავლობაში, კორუფცია ყოველდღიურობად იქცა, და მაგალითად, საერთაშორისო გამჭვირვალობამ სავარუდო ელიტური კორუფციული ფაქტების რეესტრიც კი შეიქმნა ცოტა ხნის წინ. თუმცა ამ საეჭვო ფაქტების გამოძიებით თავს დიდად არავინ იწუხებს.