ელ სალვადორში სტადიონზე ჭყლეტას სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ელ სალვადორის დედაქალაქ სან სალვადორში, საფეხბურთო სტადიონზე ჭყლეტას სულ მცირე12 ადამიანი ემსხვერპლა.

BBC-ის ცნობით, ინციდენტი კუსკატლან სტადიონზე ადგილობრივ გუნდ ალიანსასა და სანტა ანას გუნდ ფასს შორის მატჩის დროს მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით,  გულშემატკივართა დიდმა ნაკადმა მოედანზე შესვლა სცადა. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ზოგიერთ გულშემატკივარს ყალბი ბილეთები მიჰყიდეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი