კადიროვი ამტკიცებს, რომ დასავლურ სადაზვერვო სამსახურებს მისი მოშორება სურთ, რადგან რუსეთის განადგურებაში უშლის ხელს

გამოქვეყნდა:

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ამტკიცებს, რომ  დასავლურ სადაზვერვო სამსახურებს მისი მოშორება სურთ, რადგან მათ "რუსეთის განადგურებაში"  უშლის ხელს. 

კადიროვი თვლის, რომ დასავლეთის ქვეყნებმა 1990-იანი წლებიდან "ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ კავკასია რუსეთს წაერთმიათ", მაგრამ მიზნის მიღწევაში, სწორედ ის უშლის ხელს.  

"ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავიდან მომიშორონ...არის ინფორმაცია, რომ ევროპული სპეცსამსახურები უკრაინულის მეშვეობით ჩემ წინააღმდეგ ტერაქტებს ამზადებენ", - ამბობს კადიროვი

მისივე თქმით, დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მიზნად ისახავს მოქალაქეთა უკმაყოფილებას, არეულობის პროვოცირებას და ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტს, თუმცა "მსგავსი ჯერჯერობით არაფერი მომხდარა". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი