
რუსებმა ხარკოვის რაიონის სოფელი ცირკუნი დაბომბეს. დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული.
"მტერმა ხარკოვის რაიონის სოფელ ცირკუნზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანა.ოკუპანტები ახორციელებენ მორიგ თავდასხმას! ნუ უგულებელყოფთ საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებებს. დარჩით თავშესაფრებში!" - წერს სინეგუბოვი.