
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სამუშაო ვიზიტით ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში ჩავიდა.
რუსული მედიის ცნობით, მედვედევი ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ხელისუფლებას შეხვდება. არსებული ინფორმაციით, მხარეები გეგმავენ განიხილონ რუსეთსა და ვიეტნამს შორის ეკონომიკური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები.
დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.