
დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგი ლისაკის ინფორმაციით, რუსებმა ნიკოპოლის მირივსკას თემი არტილერიით დაბომბეს. ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
ასევე დაზიანდა სამედიცინო ცენტრი.
"დილიდან მტერი თავს დაესხა ნიკოპოლის რაიონის მირივსკას თემს. დაინგრა კერძო სახლი, დაზიანებულია მანქანები და შენობები, ასევე კულტურული დაწესებულება, სასოფლო-სამეურნეო საწარმო და სამედიცინო ცენტრი. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან" - წერს ლისაკი.