
იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა.
სტიქიის ყველაზე მძიმე შედეგებს ებრძვიან ემილია-რომანიას რეგიონში. წვიმების შედეგად ადიდებულია 23 მდინარე, დაფიქსირდა 280 მეწყერი, რომელმაც 41 დასახლება მოიცვა.
ბოლო მონაცემებით რეგიონში წყალდიდობის გამო, დაახლოებით 36 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
ასევე მძიმედ დაზარალდა ქალაქი რავენა. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი ასობით ათასი ოჯახი.