სოფელ კაბალში 28 წლის კაცი დაჭრეს. ახალგაზრდას ჭრილობები მუცლის არეში თანასოფლელმა დანით მიაყენა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი