„პირველი ნაბიჯი, მაგრამ არასაკმარისი“ - ასე შეაფასა საფრანგეთის პრეზიდენტმა პუტინის წინადადება, სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლების შესახებ.
„უპირობო ცეცხლის შეწყვეტას წინ არ უძღვის მოლაპარაკებები.... პუტინი გამოსავალს ეძებს, მაგრამ დროის მოგება სურს“ - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა კიევიდან საფრანგეთში დაბრუნებისას.
გუშინ, 10 მაისს, მაკრონი უკრაინის დედაქალაქში ბრიტანეთის პრემიერთან, გერმანიის კანცლერთან და პოლონეთის პრემიერთან ერთად ჩავიდა. 4 ევროპული ქვეყნის ლიდერებმა და უკრაინის პრეზიდენტმა დღის ბოლოს ერთობლივი განცხადება მიიღეს, რითაც რუსეთისგან 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს 12 მაისიდან.
პუტინმა კი ამას იმით უპასუხა, რომ კიევს სტამბოლის მოლაპარაკებების ასევე უპირობო განახლება შესთავაზა 15 მაისიდან.