ავტომობილი "აურუსი", რომელიც სავარაუდოდ, რუსეთის პატრიარქს ემსახურება, ავარიაში მოყვა - Baza

გამოქვეყნდა:

რუსული ტელეგრამ არხის Baza-ს ცნობით, ავტომობილი "აურუსი", რომელიც წინასწარი მონაცემებით, რუსეთის პატრიარქ კირილეს ემსახურება, მოსკოვის ცენტრში ავარიაში მოყვა.

როგორც Baza წერს, შემთხვევა მოსკოვის დროით 6:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს "აურუსი" და "ვოლვოს" ავტომობილები შეეჯახნენ.

მათივე ცნობით, შეჯახების შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, თუმცა მან უარი განაცხადა საავადმყოფოში გადაყვანაზე.

ჯერჯერობით უცნობია იმყოფებოდა თუ არა თავად რუსეთის პატრიარქი მანქანაში. 

მოსკოვის ცენტრში მომხდარი ავარიის შესახებ იტყობინება რუსული სამთავრობო მედია Tass-იც. გამოცემა მოსკოვის საპატრიარქოს წყაროზე დაყრდნობით უარყოფს რომ სამთავრობო ნომრიანი Aurus-ის მარკის მანქანა პატრიარქს ეკუთვნოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი