ხაშურში ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს

გამოქვეყნდა:

ხაშურში გუშინ, 21 აპრილს, ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი და ძვირფასი ნივთი.

არსებული ინფორმაციით, ქურდობის დროს ლუკა მაისურაძე ოჯახთან ერთად ხაშურში, ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა.

როგორც "მთავარს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი