
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია როგორც პრეზიდენტის ბოიკოტი ქართული კომპანიის მიმართ, ისე კომპანიის მხრიდან პრეზიდენტის ბოიკოტირება.
"ჩემთვის მიუღებელია, როგორც ის, რომ პრეზიდენტის მხრიდან ხდებოდეს ქართული კომპანიის ბოიკოტირება, ისე პირიქით, ქართული კომპანიის მხრიდან ხდებოდეს პრეზიდენტის ბოიკოტირება. ორივე მიუღებელია", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც Georgian Airways-მა რუსეთთან პირდაპირი რეისები აღადგინა, პრეზიდენტმა ავიაკომპანიას ბოიკოტი გამოუცხადა, ამის შემდეგ კი კომპანიამ სალომე ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.