EU ყოველ დღე €20 მილიონს უხდის რუსეთს გაზში, არცერთ ქვეყანას ჩვენ მიმართ მორალური პედესტალიდან საუბრის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ყველაზე ნაკლებად ვართ დამოკიდებული რუსეთზე, სხვათა შორის, ახლა რომ დაიწყო ზოგმა ქვეყანამ საკუთარ ენერგოდამოუკიდებლობაზე ზრუნვა, ჩვენ ამაზე დიდი ხანი ნაზრუნი გვქონდა და ნაკლებად დამოკიდებულები ვართ მათთან შედარებით. დღესაც ევროკავშირი ყოველ დღე 20 მილიონ ევროს უხდის რუსეთს მხოლოდ ერთ მილში, რომელიც უკრაინის გავლით გადის, ერთ მილში გამოტარებულ გაზში, წელიწადში 50 მილიარდი ვაჭრობაა აქვთ, ასე რომ, ამასთან დაკავშირებით, არცერთ ქვეყანას საქართველოს მიმართ რაიმე მორალური პედესტალიდან საუბრის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, ქართველებმა ვიცით ყველაზე კარგად რუსეთის აგრესიული ხასიათი, ქართველები ვართ ის ხალხის, რომელიც ყველაზე მეტ სოლიდარობას იჩენს უკრაინის მიმართ, აქედან გამომდინარე ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს ხელისუფლების, რომ არ დავუშვათ სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან და არ დავუშვათ ეკონომიკური კრიზისი". 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი