"რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით ევროკავშირმა ორი განცხადება გაავრცელა, ნიდერლანდები ევროკავშირის წევრია და, რა თქმა უნდა, ვუერთდები ევროკავშირის ამ განცხადებებს, რომელიც შეშფოთებას გამოხატავს ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება, რამდენადაც შესაძლებელია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობაში ყოფნა. ასევე გამოხატავს შეშფოთებას ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასე რომ ჩვენ ევროკავშირის ამ განცხადებას ვიზიარებთ".
თქვა საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა, მააიკე ვან კოლდამმა.