NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები გენოციდად აღიარა

გამოქვეყნდა:

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები გენოციდად აღიარა, ხოლო ტერორისტული რეჟიმი რუსეთში - რასისტულად, - ამის შესახებ განცხადება NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, იგორ ჩერნევმა გააკეთა. 

ჩერნევის განცხადებით, ლუქსემბურგში გამართულ ასამბლეის სესიაზე დაამტკიცეს დეკლარაცია, რომელიც ასახავს NATO-ს ქვეყნების პარლამენტარების ერთსულოვან მხარდაჭერას საერთაშორისო ტრიბუნალის მიმართ, რათა დახმარება გაუწიოს უკრაინას გამარჯვებამდე და გამარჯვების შემდეგ.

ამასთან ერთად, დოკუმენტი რუსეთის დანაშაულებს უკრაინის წინააღმდეგ, აღიარებს როგორც გენოციდსა და გმობს რაშიზმის იდეოლოგიას. დეკლარაცია ასევე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რეპარაციებს და ასევე "მარშალის გეგმას" უკრაინისთვის. 

"ლუქსემბურგში ასამბლეის ამ სესიაზე, ჩვენ მოვახერხეთ ძალიან ძლიერი დეკლარაციის იღება, რომელსაც დიდი პოლიტიკური შედეგი ექნება," - ამბობს ჩერნევი. 

გარდა ამისა, ასამბლეამ NATO-ს წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხს ვილნიუსის შემდეგ სამიტზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი