
5 მილიონ ლარზე მეტი სახელფასო დანამატებში - თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა. მწვავე ფინანსურ ანგარიშს სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, გრიფით საიდუმლო ბრძანებით თავდაცვის უწყებამ 5 მილიონ ლარზე მეტი 83 თანამშრომელს გადაურიცხა, თუმცა ვერ დაასაბუთა რა სამუშაოს შესრულებისთვის წაახალისა სამინისტროში დასაქმებულები.
დარღვევებია გამოვლენილი ინვენტარიზაციის კუთხითაც, საუბარია დახარჯულ მილიონ ლარზე მეტზე, რომელიც კომპანია "დელტას" ფინანსურ ანგარიშზე ფიქსირდებოდა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი