ლუკაშენკომ NEXTA-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი რომან პროტასევიჩი შეიწყალა

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი შეიწყალა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად პროტასევიჩმა განუცხადა.

"ახლახან მოვაწერე ხელი ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომ შეწყალებული ვარ. ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ კარგი ამბავია", - განაცხადა პროტასევიჩმა.

ცნობისთვის მინსკის რაიონულმა სასამართლომ პროტასევიჩს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დამნაშავედ ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა და მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ცნეს.

ცნობისთვის, რომან პროტასევიჩი 2021 წლის 23 მაისს ლუკაშენკოს დავალებით დააკავეს. ოპოზიციონერი ჟურნალისტის დასაკავებლად კი თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, მინსკში დასვეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი