
“ქალი კოორდინატორების გამოწვევები საქართველოში” - ამ სახელწოდებით კვლევევას არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარი" აქვეყენებს. ირკვევა, რომ არჩევნების დროს ქალი კოორდინატორების უფლებები ირღვევა, როგორც პარტიებს შიგნით, ისე გარეთ.
ძალადობისა და უფლებების დარღვევის ფორმები კი მრავალმხრივია: მათ შორის, საჯარო მოხელეებისა და სხვა აქტორების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა.
"კვლევა აჩენებს, რომ კოორდინატორებად ძირითადად მუშაობენ ქალები და ეს ქალები განიცდიან მრავალგვაროვან ძალადობას, და ისინი ხდებიან გენდერული ძალადობის მსხვერპლი არჩევნების დროს. განსაკუთრებულად ოპოზიციის კოორდინატორებად მომუშავე ქალები ექვემდებარებიან ასეთი ტიპის ძალადობას", - თქვა ბაია პატარაიამ.