ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორ, ვიაჩესლავ გლადკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, რეჟიმი სპეციალურ ზომებსა და დროებით შეზღუდვებს ითვალისწინებს, დაწყებული ფიზიკური პირების დოკუმენტების შემოწმებით და ორგანიზაციებისთვის მუშაობის უფლების შეჩერებით, რომლებიც ფეთქებადი, რადიოაქტიური, ქიმიურად და ბიოლოგიურად საშიშ ნივთიერებებს იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე უკრაინის მხარდამჭერი შეიარაღებული ჯგუფების შესვლის შესახებ. უკრაინული მხარის თქმით, შეიარაღებული ჯგუფის ყველა წევრი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი