
დონეცკის ოლქში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მებრძოლებმა, მედესანტეებთან თანამშრომლობით, რუსების საველე საცავი და რუსი ოკუპანტები გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
"მტრის საწყობის გარდა საბრძოლო მასალისა, ჰაერში გაფრინდა 5 დამპყრობელი და სატვირთო მანქანა“, - დასძინეს სამსახურში" - წერს უწყება
გარდა ამისა, უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა თავდასხმის თვითმფრინავის დახმარებით გაანადგურეს რუსული ოპტიკურ-ელექტრონული კომპლექსი "ირონია", რომელსაც დამპყრობლები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების მონიტორინგისთვის იყენებდნენ.