
ბელგოროდიდან რუსული ბირთვული მარაგის ნაწილის სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპიკერმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.
"სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს ბელგოროდ-22-ის ობიექტიდან, რომელიც არის ატომური საბრძოლო მასალის საცავი. ეს ადგილი გრაივორონსკის რაიონიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს", - განაცხადა იუსოვმა.