დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენა დაიწყეს | რას გეგმავს კრემლი

გამოქვეყნდა:

ავიაციის შემდეგ რკინიგზის ჯერი მოდის. "ქართული ოცნების" ხელისუფლება, როგორ ჩანს, მზად არის კიდევ ერთხელ დანებდეს კრემლს და ამჯერად უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობის დათმობაზე წავიდეს. გარემოებები აჩვენებს, რომ საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი შესაძლოა უახლოეს მომავალში ამოქმედდეს. თავად აფხაზეთში დაწყებული აქტიური რეაბილიტაცია, რუსეთის მიერ პროექტის დაფინანსების გაზრდა, პუტინის ამბიციური განაცხადი რუსეთ-ირანის სარკინიგზო მიმოსვლაზე მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ პროექტი რეალურად მზადდება - საქართველოს ხელისუფლების თანხმობის გარეშე კი მისი განხორციელება შეუძლებელია.

"ქართული ოცნება" ჯერჯერობით უარყოფს ასეთი შეთანხმების არსებობას - უფრო სწორედ უარყოფენ მმართველი პარტიის საშუალო დონის ლიდერები. ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლების უმაღლესი პირები განმარტებას არ აკეთებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი