პრემიერმინისტრის მანიპულაციური რიტორიკა და სიცრუის კასკადი ევროკავშირთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც "ქართული ოცნების" პოლიტიკის შედეგად საქართველო სულ უფრო დამოკიდებული ხდება ოკუპანტ სახელმწიფოზე, მთავრობის მეთაური კრემლთან დაახლოების პოლიტიკის დადებითად წარმოჩენას ცდილობს, ევროპულ ოჯახზე ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს და არც ტყუილებს ერიდება.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს აბათილებს სტატისტიკა, რომლითაც დასტურდება, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირის სავაჭრო დამოკიდებულება ოფიციალურ მოსკოვზე 3-ჯერ არის შემცირებული. ასევე, რიცხვები ცხადყოფს, რომ საქართველო სწრაფი ტემპით შორდება დასავლურ სამყაროს და სულ უფრო დამოკიდებული ხდება ტერორისტულ რეჟიმად აღიარებულ ქვეყანასთან.