
მიმდინარე წელს ლიეტუვაში 309-მა ბელარუსმა და 38-მა რუსმა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის გამო, ბინადრობის ნებართვა არ მიიღო, - ამის შესახებ ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეველინა გუდზინსკაიტმა განაცხადა.
მისივე თქმით, ადრე უარის ასეთი მიზეზი იშვიათი იყო. უკრაინის ომის პირველ წელს, კი სხვადასხვა ქვეყნის 163 მოქალაქეს ლიეტუვაში ბინადრობის ნებართვაზე უარი სხვადასხვა მიზეზის გამო უთხრეს.
ახლა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეები ავსებენ სპეციალურ კითხვარს, რომელშიც უნდა თქვან წარსულში თავიანთი საქმიანობის შესახებ, სამართალდამცავ და უსაფრთხოების უწყებებთან ურთიერთობების შესახებ, ასევე არის კითხვები ომის შესახებ, თუ ვის უჭერენ მხარს ისინი ამ ომში.
"უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადრე არ იყო ომი... ახლა სიტუაცია შეიცვალა, საფრთხე გაიზარდა, ამიტომ საფრთხის შეფასება გაიზარდა" - განაცხადა მან.
ცნობისთვის, ლიეტუვის პარლამენტმა დეპორტაციაზე პასუხისმგებლობა ქვეყნის კომუნისტურ პარტიას დააკისრა.