
რუსეთის ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, გრაივორონსკის რაიონში თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, დაღუპულები არ არიან.
მისი თქმით, გრაივორონისა და მეზობელი სოფლების მცხოვრებთა უმეტესობამ უკვე დატოვეს ტერიტორია.
შეგახსენებთ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე უკრაინის მხარდამჭერი შეიარაღებული ჯგუფების შესვლის შესახებ. უკრაინული მხარის თქმით, შეიარაღებული ჯგუფის ყველა წევრი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.