
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა, დააჩქარონ უკრაინისთვის იარაში მიწოდება და მონაწილეობა მიიღონ უკრაინისთვის აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვაში.
მისივე თქმით, ევროკავშირის დახმარება უკრაინელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რდგან შეძლონ საკუთარი ტერიტორიისა და სუვერენიტეტის დაცვა.
"ხაზი გავუსვი, რომ ჩვენს მიერ იარაღის მიწოდების შეყოვნების ყოველი დღე ადამიანების სიცოცხლით იზომება. ეს არ არის ფულის საკითხი, საქმე ეხება ადამიანებს, სამხედროებს, რომლებსაც კლავენ ან ჭრილობებს აყენებენ. მოვუწოდებ ყველა მინისტრს, დააჩქარონ მიწოდება და მონაწილეობა მიიღონ უკრაინისთვის აღჭურვილობის ერთობლივ შესყიდვაში, ასევე დაასრულონ მუშაობა ევროპის მშვიდობის ფონდიდან მორიგი ტრანშის გამოყოფაზე...განვიხილეთ სანქციების მე-11 პაკეტი. ფოკუსი კეთდება სანქციების გვერდის ავლაზე, რასაც აქვს ადგილი. ჩვენ უნდა აღვკვეთოთ სანქციების გვერდის ავლის გზები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციები სუსტდება",- თქვა ბორელმა
ბორელის თქმით, მინისტრებმა ასევე განიხილეს უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია.მისივე თქმით, ევროკავშირის საწვრთნელი მისიის ფარგლებში უკვე დასრულდა 15 000 უკრაინელი ჯარისკაცი მომზადება და მიმდინარე წლის ბოლომდე წვრთნას კიდევ 15 000 გაივლის.