ბელგოროდში FSB-სა და შსს-ს შენობებს დაარტყეს - მედია

გამოქვეყნდა:

რუსულმა ონლაინ გამოცემამ SOTA-მ, ასევე, რუსულმა პროპაგანდისტულმა გამოცემა "Readovka"-მ ტელეგრამზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ბელგოროდში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის შენობას დაარტყეს.

SOTA-ს ცნობით, FSB-ის შენობაზე თავდასხმა დაადასტურა სამთავრობო Rybar Telegram-ის არხმა, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმა იყო ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაზეც.

ადგილობრივებმა გაავრცელეს ინფორმაცია ქალაქის ცენტრში ძლიერი აფეთქების შესახებ და პრეობრაჟენსკაიას ქუჩის გადაკეტვაზე. ამ ქუჩაზე მდებარეობს  FSB-ის რეგიონალური ფილიალი. ადგილზე მეხანძრე-მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები მივიდნენ.

SOTA წერს, რომ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გამო, რეგიონში აკრძალულია ნებისმიერი პუბლიკაცია ოფიციალურ წყაროებზე მითითების გარეშე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი