F-16-ების უკრაინაში ჩასვლას საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე თვე დასჭირდება - აშშ-ის საჰაერო ძალები

გამოქვეყნდა:

ამერიკის საჰაერო ძალების მდივნის, ფრენკ კენდალის განცხადებით, "საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე თვე დასჭირდება" სანამ უკრაინელი ჯარისკაცები F-16-ის გამოყენებას დაიწყებენ. 

როგორც ფრენკ კენდალი ამბობს, საჭიროა რომ უკრაინელმა ჯარისკაცებმა შესაბამისი მომზადება გაიარონ და კიდევ რამდენიმე დეტალი მოგვარდეს მანამ სანამ უკრაინის საჰაერო ძალები F-16-ებს მიიღებენ.

"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ F-16-ების ან სხვა დასავლური გამანადგურებლების მნიშვნელოვანი რაოდენობით გადაცემას უკრაინის საჰაერო ძალებისთვის, სულ მცირე რამდენიმე თვის განმავლობაში," - ამბობს კენდალი. 

მისივე თქმით, ეს ვადა ისედაც დაჩქარებულია, რადგან, ჩვეულებრივ, ამერიკელი პილოტი F-16-ის მართვის სწავლას ორ წელიწადზე დიდ დროს ანდომებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი