
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას რუსეთთან არანაირი ფარული მოლაპარაკება არ აქვს.
ამ კომენტარით, პაპუაშვილი ქალი დეპუტატების განცხადებას გამოეხმაურა, რომლებმაც ხელისუფლებას მიმართეს და თქვეს, რომ პასუხისმგებელმა ორგანოებმა ღიად უნდა უპასუხონ, თუ რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან.
პაპუაშვილის თქმით, რუსეთის ყველა გადაწყვეტილება ცალმხრივი იყო.
"არანაირი მოლაპარაკებებზე საუბარი არაა. აქ საუბარია ცალმხრივ გადაწყვეტილებებზე რუსეთის მხრიდან, აქ საქართველოს ხომ არაფერი გადაწყვეტილება არ მიუღია. ცალმხრივად იყო დაწესებული ვიზის ვალდებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ცალმხრივად მოიხსნა ეს ვალდებულება.
რაც შეეხება საზღვაო მიმოსვლას, ეს იყო ჩვეულებრივი ფეიკი, რომელიც ასევე დროამ და ელენე ხოშტარიამ გაავრცელეს სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით. ეს იყო ჩვეულებრივი ფეიკი, არანაირ საზღვაო მიმოსვლაზე არაა საუბარი, საუბარია იმაზე, რომ ეს იყო კომერციული ტვირთვის მიმოსვლა გემით, რომელიც სრულად სომხეთს ეკუთვნოდა და საქართველო, როგორც საერთაშორისო კონვენციის მონაწილე, ვალდებულია სრული და თავისუფალი წვდომა მისცეს ზღვაზე იმ ქვეყანას, რომელსაც არ აქვს გასასვლელი ზღვაზე", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
იხილეთ: