სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ჩამოვა

გამოქვეყნდა:

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა 24 მაისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას  გამოცემა SOVA ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში კოლომინა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, რის შემდეგაც იგი ბრიფინგს გამართავს, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს. 

როგორც SOVA წერს, NATO-ს მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში 11-12 ივლისს ვილნიუსში დაგეგმილი ალიანსის სამიტისა და თბილისის მიმართ დასავლური ქვეყნების კრიტიკის ფონზე დაანონსდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი