ბახმუტის მიმართულებით რუსი სამხედროების შეტევითი აქტივობა შემცირდა, თუმცა დაბომბვა გრძელდება - მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ბახმუტის მიმართულებით რუსი სამხედროების შეტევითი აქტივობა ოდნავ შემცირდა, თუმცა დაბომბვა გრძელდება.

„ბახმუტში ბრძოლების ინტენსივობა შემცირდა, მტერი აგრძელებს იმ ტერიტორიების გაწმენდას, რომლებიც მათი კონტროლის ქვეშაა“, - თქვა ანა მალიარმა.

მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები, კვლავ აკონტროლებენ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, სამოლეტის მიკრორაიონს - "ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით ფლანგებზე მცირე წინსვლა გვაქვს“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რუსეთი და მისი დაქირავებული დაჯგუფება  "ვაგნერის" დამფუძნებელი რამდენიმე დღეა ამტკიცებენ, რომ ბახმუტი სრულად აიღეს. ინფორმაციას უკრაინა არ ადასტურებს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი