რუსული ავიაცია ICAO_ს წითელი ალმით აქვს მონიშნული - საფრთხე საქართველოსთვის

გამოქვეყნდა:

კომპანია "აზიმუტს" 2023 წლის 23 აპრილიდან შეჩერებული აქვს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის რეგისტრაცია.

"იკაომ" რუსეთის სამოქალაქო ავიაციას ფრენის უსაფრთხოების პრობლემების გამო წითელი სტატუსი მისცა.გადაწყვეტილება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ [იკაო], უსაფრთხოების აუდიტის საფუძველზე მიიღო.

შესაბამისად, "აზიმუტი" ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისიდან, უსაფრთხოების თვლსაზრისით წითელი ალმის სტატუსის მატარებელია.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ წითელი ალმის სტატუსი სამ ქვეყანას მიანიჭა - რუსეთს, ლიბერიასა და ბუტანს.

"იკაო" წითელი ალმით მონიშვნის გადაწყვეტილებას იღებს მაშინ, როცა სახელმწიფო არ ახორციელებს საკმარისი უსაფრთხოების ზედამხედველობას როგორ თვითმფრინავებზე, ისე აეროპორტებსა და ავიაკომპანიებზე იკაოს სტანდარტების შესაბამისად.

შეგახსენებთ, "აზიმუტმა" პირველი პირდაპირი რეისი თბილისის მიმართულებით 19 მაისს შეასრულა. "აზიმუტის"  შემდეგ, საქართველოში რუსული ავიაკომპანია "რედ ვინგსი" დაიწყებს ფრენებს და პირველი რეისი 2 ივნისს შესრულდება. ის სოჭიდან თბილისში, მოსკოვიდან კი ქუთაისის მიმართულებით შეასრულებს ფრენებს, კვირაში სამჯერ.

დაზარალებული შესაძლოა აღმოჩნდნენ ქართველი მგზავრებიც, რადგან სანქცირებულ რუსულ ავიაციასთან კავშირების გაღრმავების გამო, ჩნდება საფრთხე რომ ქართული ბაზრიდან გავიდნენ მსხვილი ავიაკომპანიები. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი