"დავიცვათ ევროპული არჩევანი და ადამიანის თავისუფლება" - "დროა" 27 მაისს, ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია უერთდება

გამოქვეყნდა:

"დროა" 27 მაისს, 18:00 საათზე ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაგეგმილ აქციას უერთდება.

ელენე ხოშტარიას თქმით, ნიკა გვარამიას დაკავება საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟის ნაწილია, რომელიც გასულ წელს "ქართულმა ოცნებამ" ნიკა გვარამიას დაკავებით დაიწყო, ახლა კი პრეზიდენტი მისი არშეწყალებით აგრძელებს.

ხოშტარიამ მხარდამჭერებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

"ფრენების აღდგენის ფონზე, ჩვენ მივიღეთ საჯარო ინფორმაცია, რომ ფრენების აღდგენის სპეცოპერაციის ნაწილი იყო, რუსეთიდან დაყენებული წინაპირობა პროდასავლური მედიის გაჩუმებისა და დევნის და სწორედ, მათ შორის რუსეთის დავალებით, რუსულმა ოცნებამ ნიკა გვარამია გამოკეტა საპატიმროში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით და ვუერთდებით ნიკა გვარამიას თავისუფლების ორგანიზაციის მიერ დაანონსებულ აქციას 27-ში 18:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენ გვისმენს და გვენდობა მინდა მივმართო, დავიცვათ ჩვენი ევროპული არჩევანი და ადამიანის თავისუფლება", - თქვა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, 27 მაისს აქციის ორგანიზატორი ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობაა. აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ზურაბიშვილის ევროპარლამენტში ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე გაიმართება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი