ზელენსკი ფრონტის ხაზზე, ვუგლედარში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე, ვუგლედარში, მარინკას თავდაცვის ზონაში იმყოფება. ფოტოები და ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეგრამ არხზე ვრცელდება - "დღეს აქ ვარ, რათა მივულოცო ჩვენს ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა ​​დღე. დიდება ყველას, ვინც იცავს უკრაინას!" წერს ზელენსკი. 

მან უკრაინელ სამხედროებს სამშობლოს დაცვისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და მედლებით დააჯილდოვა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი