
ბელგოროდის გუბერნატორის ინფორმაციით, სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა "დივერსანტების თავდასხმის შედეგად", ხოლო ცხრა დასახლების მცხოვრებლები, მათ შორის ქალაქ გრეივორონიდან, "ფაქტობრივად გადაასახლეს".
"გრეივორონის ურბანული ოლქის დასახლებები საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა, ასევე თავს დაესხნენ თვითმფრინავებს. დაშავდა 12 მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა 29 კერძო სახლი და სამი მანქანა. 14 დასახლებაში შუქი არ არის", - წერს ვიაჩესლავ გლადკოვი.
მისივე ცნობით, ორშაბათს ბელგოროდის რაიონი 15-ჯერ დაიბომბა, შებეკინსკის ურბანული რაიონი კი 25-ჯერ.
შეგახსენებთ, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბელგოროდში განხორციელებულ თავდასხმებზე გამოძიება 6 მუხლით დაიწყო.