რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბელგოროდის ტერიტორიაზე, 70-ზე მეტი "უკრაინელი ტერორისტი" გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ბელგოროდის ტერიტორიაზე "შეჭრილი 70-ზე მეტი უკრაინელი ტერორისტი", განადგურებულია. 

მათივე ცნობით, "კონტრტერორისტული ოპერაციის დროს ნაციონალისტური ფორმირებები დაბლოკეს და დაამარცხეს საჰაერო დარტყმებით, საარტილერიო ცეცხლით და დასავლეთ სამხედრო ოლქის სახელმწიფო საზღვრის დამცავი ქვედანაყოფების აქტიური მოქმედებებით“

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვის განცხადებით, განადგურდა 70-ზე მეტი "უკრაინელი ტერორისტი", 4 ჯავშანტექნიკა და 5 პიკაპი.

ბელგოროდის რეგიონში პროუკრაინული ჯგუფების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია 22 მაისს გავრცელდა. როგორც ეს ჯგუფები, "რუსეთის თავისუფლების ლეგიონი" და "რუსეთის მოხალისეთა კორპუსი" აცხადებენ, მათი მიზანია რომ უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დემილიტარიზებული ზონა შექმნან, რათა რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა ვეღარ მოახერხონ. 

უკრაინული მხარე ამბობს, რომ შეიარაღებული ჯგუფის ყველა წევრი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის განცხადებით, უკრაინას ბელგოროდში განვითარებულ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ აქვს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი