
ნიკა გვარამიას თავისუფლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის! - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გასამართ აქციასთან დაკავშირებით, ორგანიზატორები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოსახლეობას 27 მაისს, 18:00 საათზე ათონელის რეზიდენციასთან მივიდნენ და გააგონონ სათქმელი პრეზიდენს, ევროპარლამენტში გამოსვლის წინ:
"ერთ წელზე მეტი გავიდა ნიკა გვარამიას უკანონოდ დაპატიმრებიდან. მიუხედავად საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთგზის მოწოდებისა, საქართველოს პრეზიდენტი არ იყენებს მის ხელთ არსებულ შეწყალების მექანიზმს.
ნიკა გვარამიას გათავისუფლების გარეშე ვერ შესრულდება ევროკავშირის 12 პრიორიტეტის მე-7 პუნქტი, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების აუცილებელი პირობაა.
ერთხელ გადადებული ვიზიტის შემდეგ, 31 მაისს სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს. პრეზიდენტის პროდასავლური რიტორიკა საქმის გარეშე არაფრის მომტანია, ამიტომ, შევიკრიბოთ პრეზიდენტის სასახლის წინ 27 მაისს, 18:00 საათზე და გავაგონოთ პრეზიდენტს და ევროპარლამენტს, რა არის საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნა – ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობის შეწყვეტა და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. " ნათქვამია განცხადებაში.