გაიანას ერთ-ერთ სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 19 ბავშვი დაიღუპა

გამოქვეყნდა:

სამხრეთ ამერიკაში, გაიანას ცენტრალურ ქალაქ მაჰდიაში სკოლაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 19 ბავშვი დაიღუპა.

ხანძარი ორშაბათს სკოლის საერთო საცხოვრებელში გაჩნდა. უამინდობის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ხანძრის ლოკალიზება უჭირს.

პირველადი გამოძიების თანახმად, ხანძარი, სავარაუდოდ განზრახ გააჩინეს, თუმცა, როგორც პოლიცია ამბობს, ეჭვმიტანილი ჯერჯერობით გამოვლენილი არაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი