
ავდიივკას სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ვიტალი ბარაბაშის ინფორმაციით, რუსებმა ავდიივკაში მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს. დაშავდა ორი ადამიანი.
მისივე ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ადამიანები არიან და ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
"ავდიივკაში საცხოვრებელი კორპუსი კიდევ ერთმა რუსულმა რაკეტამ დაანგრია. ნანგრევების ქვეშ ორი ადამიანია, მაგრამ შეიძლება ხუთამდე იყოს. ასევე დაშავდა ორი ადამიანი" - წერს ბარაბაში Telegram-ზე