
რუსეთში, ქალაქ კურსკში, ტრაქტორის სათადარიგო ნაწილების ქარხანა იწვის - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია, ასევე უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები
გარდა ამისა, მედია წერს, რომ დღეს ფართომასშტაბიანი ხანძარი გაჩნდა ბრიანსკის ოლქში, ქალაქ დიატკოვოში მდებარე ბროლის ქარხნის ტერიტორიაზე.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასახელებულა.