
მოსკოვის შემდეგ, ნიჟნი ნოვგოროდი რამდენიმე რაიონი ფრინველის გრიპის გამო კარანტინშია, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფრინველის გრიპი მკვდარ თოლიებში აღმოაჩინეს. რეგიონში კარანტინი 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს.
საკარანტინო ღონისძიებები მოიცავს შეზღუდვებს საზოგადოებრივი წვდომის ადგილებზე, სადაც მკვდარი ფრინველებია, რაც ასეთ ადგილებში მუშაობის საშუალებას მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლებს აძლევს.
ღონისძიებები ასევე კრძალავს ავადმყოფი ფრინველების მკურნალობას, ფრინველების იმპორტსა და ექსპორტს, კვერცხების ინკუბაციას, ფრინველების გადაადგილებასა და გადაწყობას და რამდენიმე სხვა ქმედებას, რომელიც ფრინველებს მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ 18 მაისს მოსკოვის რამდენიმე რაიონში, ფრინველის გრიპის გამო რამდენიმე უბანი
საკრანტინე ზონად გამოცხადდა.