კენიაში, სადაც პასტორი მრევლს სიკვდილამდე ამარხულებდა, დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

კენიის შაკაჰოლას ტყეში მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს. ექსჰუმაცია გამოძიების ფარგლებში ჩატარდა,  სადაც დადგინდა, რომ ნაპოვნია იმ ადამიანების ცხედრები, რომლებსაც პასტორი შიმშილამდე ამახრულებდა, რათა იესოს შეხვედროდნენ.

საერთო ჯამში ნაპოვნია უკვე 235 ცხედარი, დაკარგულად ითვლება 613.

ცნობისთვის, კენიის პოლიციამ პასტორი 14 აპრილს დააკავა. გასულ თვეს დაწყებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ზოგიერთი მსხვერპლის ორგანოები გაუჩინარდა, რამაც გამოიწვია ეჭვები ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი