რუსეთი პოლონურ სატვირთოებს თავის ტერიტორიაზე გადაადგილებას უკრძალავს

გამოქვეყნდა:

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, აიკრძალოს პოლონური სატვირთო მანქანების თავის ტერიტორიაზე გადაადგილება. სახელმწიფო სათათბიროს მიმართვის პროექტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უკვე დამტკიცდა.

ცნობილია, რომ იკრძალება რუსული საცალო ფასებით პოლონური სატვირთო მანქანების საწვავის შევსებაც და მათთვის საწვავის ფასის შემოღებით ევროკავშირის დონეზე.

ცნობისთვის, კვირას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ ვარშავის ანტირუსული პოლიტიკის საპასუხოდ, აუცილებელია პოლონური სატვირთო მანქანების შეჩერება რუსეთის ტერიტორიაზე.

მისივე თქმით, აუცილებელია "აეკრძალოს პოლონეთს რუსეთისგან სარგებლობის მიღება" და უზრუნველყოს საქონლის გადატვირთვა რუსულ სატვირთო მანქანებზე, რათა რუსეთის მოქალაქეებს შეეძლოთ ფულის გამომუშავება ტრანსპორტიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი