
ერთ-ერთმა უმსხვილესმა შვეიცარიულმა ბანკმა Julius Baer-მა, თავისი რუსი და ბელარუსიელი მომხმარებლების საინვესტიციო ანგარიშების გაყინვა დაიწყო. ინფორმაციას Forbes Russia ავრცელებს.
ბელგიაში დაფუძნებულმა ფასიანი ქაღალდების ცენტრალურმა დეპოზიტარმა, Euroclear-მა, Julius Baer-ს ანგარიშების გაყინვა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებისთვის მოსთხოვა.
ცნობისთვის, შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მოდელის მიხედვით არაერთი სანქციები დააწესა. G7-მა კი ალპურ ქვეყანას უსაყვედურა, რომ საკმარისად არ იმოქმედა ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რომლითაც რუსეთის მოქალაქეები სანქციებს თავს არიდებენ. შვეიცარიამ აღნიშნული ბრალდება უარყო. ქვეყანამ აპრილის მონაცემებით, $8,3 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.