
რუსული ბიზნესი საქართველოში სულ უფრო მასშტაბური ხდება. ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო 6 თვეში ქვეყანაში ინდივიდუალურ მეწარმედ თითქმის 9 ათასი რუსეთის მოქალაქე დარეგისტრირდა. ანუ სწორედ ამდენი ადამიანმა, ბოლო ნახევარ წელიწადში ბიზნეს საქმიანობა წამოიწყო და ფულს საქართველოში შოულობს.
აკონტროლებს თუ არა ხელისუფლება ამ საქმიანობას, გაუკრვეველია, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მიგრანტების ბიზნესი ისევე უკონტროლოდაა მიტოვებული, როგორი უკონტროლოც იყო საქართველოში მათი შემოსვლა. სწორედ ეს არის მთავარი საფრთხე, რომელიც ეკონომისტებისა და პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, მომავალში საქართველოს სუვერენიტეტს სერიოზულ საფრთხეებს შეუქმნის.
ავტორი: ზურა პეტროსიანი