8 მილიონი ლარი ედუარდ შევარდნაძისდროინდელ პოლიციის გენერალს. რკინიგზის ტენდერში მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის, სოსო ალავიძის კომპანია იმარჯვებს. თავად ალავიძე კითხვებს არ პასუხობს, "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევიდან კი ირკვევა, რომ საქართველოს რკინიგზამ საგანგებოდ შექმნა ალავიძის კომპანიისთვის ხელსაყრელი პირობები სახელმწიფო შესიყვაში გასამარჯვებლად.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, ირკვევა, რომ ალავიძის დაცვის კომპანია რკინიგზის სტრატეგიულ ობიექტებს არ დაიცავს, რადგან ამ კუთხით საქართველოს რკინიგზა სახლემწიფო სიპთან, დაცვის პოლიციის სამსახურთან უკვე წლებია თანამშრომლობს.