ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 204 760 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 24 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ 

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 204 760;
  • ​ტანკი - 3 792;
  • ჯავშანტექნიკა - 7 424;
  • საარტილერიო სისტემა - 3 339;
  • სარაკეტო სისტემა - 570;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 327;
  • თვითმფრინავები - 309;
  • ვერტმფრენი - 296;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 2 871; 
  • საკრუიზო რაკეტები - 1 015;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 146;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • ​ სპეციალური აღჭურვილობა - 440.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი