არ მგონია მორალური პედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია ვინმეს ჰქონდეს, ყველამ ჩახედოს როგორ ვაჭრობენ რუსეთთან - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

"სხვათა შორის, ფრენებთან დაკავშირებით გამოხმაურებას თუ დავაკვირდებით, მათ შორის უცხოეთიდან, იქნება ეს ევროკავშირის თუ აშშ-ის განცხადებები, არავის არსად უთქვამს, რომ ამ ფრენების აღდგენით ირღვევა რომელიმე საერთაშორისო სანქცია. ეს არის ფაქტი. არცერთი სანქცია არ ირღვევა. მეორე, ხანდახან ცდილობენ ხოლმე, შემოიტანონ გარკვეული მორალური განზომილება, რომ რუსეთი არის აგრესორი ქვეყანა და ახლა ყველა ცდილობს, ის იზოლაციაში მოაქციოს. შესაძლოა, ვინმესთვის რუსეთი, როგორც აგრესორი ქვეყანა დაიწყო 2022 წლის 24 თებერვლიდან და ამ ქვეყნის აგრესორობის წელთაღრიცხვა აქედან იწყება, მაგრამ საქართველო წლებით ადრე მიხვდა ამას, თუ რა როლი აქვს რუსეთს საერთაშორისო პოლიტიკაში და, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით. მინიმუმ, 2008 წლის შემდეგ ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი სწორედაც რომ აგრესორია, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ცოტა უფრო იქით, 90-იანი წლებიდანაც გვაქვს ეს გამოცდილება. ამიტომ ვინ არის რუსეთი, რა ხდება და როგორი პოლიტიკა აქვს, არ მგონია, რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს ამაზე პრეტენზია, რომ საქართველოსთან ჰქონდეს მორალური პედესტალიდან საუბრის შესაძლებლობა. [...]

მორალური პედესტალიდან როდესაც ხდება საქართველოს მიმართ პრეტენზიების წაყენება, ქვეყნის შიგნიდან იქნება ეს თუ ზოგიერთი გარე პოლიტიკოსისგან, თითქოს საქართველო ვაჭრობს, ხელს ითბობს თუ ა.შ., სხვათა შორის, დღეს იყო ბორელის განცხადება ამასთან დაკავშირებით, ყველამ ჩახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან".

თქვა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი