"ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი ლიდერიდან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს. მოლაპარაკებებისკენ გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს. ზოგადად ვამბობ, მე მშვიდობის ადამიანი ვარ. მე სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა."
განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად, უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, უჭერს თუ არა მხარს ჩინეთის მშვიდობის ფორმულას.